ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
,,გონება დაძაბეთ და ლოგიკურად გამოიცანით – სინოდალური კომისია, როგორ ფიქრობთ, ვისი შექმნილი უნდა იყოს?
სინოდის, არა?
ორიანი, დაჯექით, ვერ გამოიცანით! სინოდალური კომისია არ გახლავთ სინოდის შექმნილი.
თუმცა, კიდევ უარესი ლოგიკა და აღქმა აქვთ ჩვენს მღვდელმთავრებს – სინოდი ყოფილა პატრიარქი.
კიდევ უარესი გითხრათ? რა აზრი აქვს….
ისე ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, რას ვერ ჰპატიობს ასეთს დიმიტრი შიოლაშვილი ბიძამისს და ასე უკიდეგანოდ რატომ ეზიზღება?
კარგი, ბიძა ეზიზღება, მაგრამ ღმერთიც? რა ვიცი, რა…
აგრები ხართ, ვაღიარებ – კრიტიკული მედიაო კი ილანძღებით და მი5 ისე არ დგანს ბრიტანეთის სამსახურში, როგორც კრიტიკული მედიის ნაწილი საპატრიარქოსი და შესაბამისად – რუსეთის. შიოს და კირილს ებარებოდეთ :)))
კოვზის და კოვიდის ამბავი მახსენდება – მაშინაც საპატრიარქოს მხარეს იყვნენ და ვითომ არა. ერთი-ერთში აკეთეს მათი დაკვეთა. ისინი რწმენაზე საუბრობდნენ, ესენი კოვზზე.
ახლაც, ესენი ზენონზე საუბრობენ ისინი ვითომ კანონიკაზე და ქვეტექსტით – მორალზე. და მაშინ, ვინმე ოპერმუშაკის, რომლის სახელი და გვარი უცნობია, ნაწერს კი არა, ჯერ მიტროპოლიტის ბრალდებებს გაეცით პასუხი. მეუფე პეტრეს ბრალდებებზე ვსაუბრობ…
ხალხი იდიოტი კი არ არის – ერთ შემთხვევაში მადლია და მეორეში ცოდვა? :))
ვაი, თქვენს პატრონს. ცოცხლად გაანადგურეთ პატრიარქი და მის სახელს ეფარებით ახლაც, როდესაც კლავთ…
ყველაზე საინტერესო იქნება ის, რომ შემდგომ ორ სვლაში პატრიარქი საკუთარ თავს გადააყენებს.
მთავარი ის არის თქვენ გჯეროდეთ, რომ ეს ღვთის ნებით ხდება და არა კირილის :))
ვაი, შენს პატრონს მიამიტო “მრევლო”…
რატომ გაათავისუფლეს მეუფე ზენონი 2 ეპარქიის ხელმძღვანელობიდან – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
კომენტარები