მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე თავისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდს იხსენებს:
„ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როცა შემეშინდა, ცხოვრებას არ გავებოროტებინე. მაშინ ყველაფრის რწმენა მეკარგებოდა, საკუთარი თავის ნდობაც კი არ მქონდა, ჩემი თავიდან ქალი მომშორდა, მაგრამ შევძელი და დავიბრუნე ჩემში ქალი. მაშინ ბევრი რამ გავაცნობიერე, რაც შეეხება მამაკაცს, შეიძლება, ჩვენ ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდეთ, მაგრამ ეს ადამიანი ყოველთვის არსებობს ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც მე – მის ცხოვრებაში. ჩვენ ორივე ერთგულები ვართ და ეს დავუმტკიცეთ ერთმანეთს. ჩემთვის ოჯახი ძალიან დიდი სიხარულის, სიამაყისა და სიმშვიდის მომტანია, რადგან სწორედ, ასეთ ოჯახში გავიზარდე. თუ არ არის ისეთი ურთიერთგაგება, რომელსაც შეუძლია ერთ ჭერქვეშ გაცხოვროს, მაშინ ურთიერთობა უნდა შეწყდეს. რელიგიურად გასაგებია, რასაც გვეუბნებიან, მაგრამ თუ ქალს არ აქვს შესაძლებლობა, ოჯახი შექმნას, ისე არ უნდა წავიდეს ამქვეყნიდან, რომ შვილი არ გააჩინოს”.
წყარო: ჟურნალი „თბილისელები”
კომენტარები