ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
„ვინც არ იცის – ჩემი ლატვია ღრუსის და ბელარუსის მოქალაქეებისგან ითხოვს, დაგმონ ომი უკრაინაში. საზღვარზე სათანადო ბლანკზე აწერინებენ ხოლმე ხელს.
ვდგავარ რიგის აეროპორტში, ველოდები რიგს. ჩემს წინ ახალგაზრდა კაცია, კიკინიანი. მიაწოდა საბუთები მესაზღვრეს. იმან ჩახედა, რაღაც კითხა თავისი ჯიხურიდან, ამან რაღაც უპასუხა. მე არ მესმის, ლატვიაა, არ ყაყანებენ აქაურები.
მესაზღვრემ კიდევ სამი სიტყვა უთხრა და უცებ მესმის ამ კაცის ყვირილი, აი, ჩვენებურები მიტინგს რო დასჭექენ ხოლმე – “რუსსკი ვოენი კორაბლ, პოშელ ნა ხუი! პუტინ ხუილო, ეტო სამო სობოი! “
ეტყობა ორთავიანი პასპორტი ჰქონდა და მესაზღვრემ ჰკითხა, აბა, რას ფიქრობთ, ამხანაგოო. ჰოდა, ამანაც გააყრუა რიგის აეროპორტი სისხამზე
ისეთი იყვირა, ბლანკზე ხელმოწერა აღარ აკადრეს, კაი რუსი ყოფილხარ შენ და შემო ევროპაშიო.
ვერ ვაპატიებ თავს, რომ ვერ გადავიღე!
შემოიღეთ ვიზები, ბლიად!“
კომენტარები