წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა:
აგვისტოა… 2008 წელი.ქართულმა ჯარმა უკან დაიხია. რუსი გენერალი ულტიმატუმით უკვე ზუგდიდშია. ჩვენი შტაბი 24სთ.რეჟიმში მუშაობს. მთავარი ამოცანაა-საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვა, კოლაბორაციონიზმის გამოვლენა და არდაშვება, საწვავის და პროდუქტების დეფიციტის პრევენცია, ფასებზე კონტროლი და ა.შ…მოდის ძალოვანი სტრუქრურის წარმომადგენელი და გვაფრთხილებს: ყველაფერი დამთავრდა,რუსები ამ საღამოს წალენჯიხაში შემოვლენ და ჯობია თავი გაარიდოთო…. მე და გია მებონიამ თანამშრომლები შევკრიბეთ მოედანზე, ვუთხარით სიმართლე, გადავუხადეთ მადლობა და ვთხოვეთ უკვე სახლებში წასულიყვნენ…ჩვენ – მე და გია – კი ვრჩებოდით ადგილზე… ქალაქში, შენობაში – ასე გადავწყვიტეთ…და აქ შედგა სამოქალაქო სიმტკიცის აქტი – მთელმა კოლექტივმა სოლიდარობა გამოგვიცხადა და (კანცელარიის ყველაზე უხმაურო თანამშრომლებმაც) ერთსულოვნად დარჩენა გადაწყვიტეს.მაშინ ვთხოვეთ-მოედნის მეორე მხარეს მაინც გადასულიყვნენ… აქ არიან ქალაქელი მეგობრებიც, რომლებიც მთელი ეს პერიოდი გვერდით გვედგნენ.ამ დროს რუსები არა, მაგრამ მოედანზე შემოიჭრა 10 მდე ეგზალტირებული წალენჯიხელი, მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენელი, ხმაურით:”რუსები მოდიან”,”ჩვენი დრო მოვიდა”,’და ა.შ…“ამხანაგებს”, როგორც იტყვიან,’თვალები შუბლზე აჯდათ ‘და ალბათ, წუთი წუთზე მოითხოვდნენ ხელისუფლების გადაბარებას… უცებ ვერც გავიაზრეთ, რა ხდებოდა…აქ, შუა ქალაქში, თურმე, სიხარულით მოელოდნენ რუსების შემოსვლას…ჩვენი პასუხიც აგრესიული გახდა და სწრაფადვე აილაგმა ეს უმსგავსობა.იმ საღამოს ოკუპანტებმა დაიკავეს წალენჯიხაში 3 სტრატეგიული წერტილი და განთავსდნენ ფახულანში,ჭალეში( ენგურჰესი) და ჯგალში (კანთი) ;ქალაქში არ შემოსულან.არ მომხდარა ოკუპანტებთან თანამშრომლობის არცერთი შემთხვევა;… არ მომხდარა არცერთი კრიმინალური ინციდენტი;… არ მომატებულა ფასები…. და არავინ გაქცეულაშემდეგ, 4 წლის მერე, ქვეყანაში ფაქტიურად რევოლუციური ცვლილებების ტალღას ხელისუფლებაში შემოყვნენ სწორედ ის ” ამხანაგები” ძალიან მაღალ თანამდებობებზე….დიდაქტიკური შეკითხვა: ჯერ წინაა ბატალიები და ეს პატივისცემული პოლიტიკური “ამხანაგები” ვის მიაგებენ პატივს – სერგო -ფილიპეს,გმირ-იუნკერებს თუ????
!!!!!!!დღეს fb ეს სტატუსი ამოწია, გავაზიარე, რადგან კოლაბორაციონიზმი უკვე ხილულად, უსირცხვილოდ მძვინვარებს და ის “ამხანაგებიც” – товаришчи ხელმომთბარად და კომფორტულად ხრავენ… ყველაფერმა თავისი სახე მიიღო.
კომენტარები