მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო იკრებს ძალას და ახალ ხალხს. ამ პროცესის ხელშესაწყობად შემომაქვს წინადადება შეიქმნას პარტიის ეროვნული კომიტეტი, რომლის ამოცანასაც ვხედავ კიდევ მეტი ერთობის შექმნაში. ძალიან მომწონს თინა ბოკუჩავას მუშაობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ეროვნულ ლიდერად. ბრწყინვალე სამუშაოს სწევენ გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე. ჩვენი ახალგაზრდობაც ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია და ლევან სანიკიძე გახდნენ მიზიდულობის ცენტრი ათასობით ჯენზისთვის რომლებიც ჩვენი საერთო ფრონტის მთავარ დამრტყმელ ძალად მესახება. ჩვენი გაერთიანება ამ ეტაპზე არის გამოცდილი მებრძოლებისა და ახალი ძალების იდეალური სინთეზი.
პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ ასარჩევად მხარს ვუჭერ ჩემს ძველ თანამებრძოლს და მეგობარს კობა ნაყოფიას და იმედია ყრილობა მას მხარს დაუჭერს. თიკა ბოკუჩავასთან და ერთიანობის „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით პარტიის ეროვნული კომიტეტის ფუნქციები განისაზღვრება შემდეგი პუნქტებით:
1) ნაციონალური კომიტეტი პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც იღებს დირექტიული ხასიათის დოკუმენტებს (ეროვნული კომიტეტი არ წარმოადგენს პარტიის საკონსულტაციო ორგანოს); კომიტეტს შეუძლია შექმნას სამუშაო გარემოსათვის შესაბამისი შიდა სტრუქტურული დანაყოფები;
2) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს და ათავისუფლებს პარტიის ყრილობა თავმჯდომარის არჩევნებისთვის განსაზღვრული საარჩევნო წესით;
3) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე დამოუკიდებლად ნიშნავს და ათავისუფლებს ამავე კომიტეტის წევრებს და სტრუქტურული დანაყოფის თანამდებობის პირებს;
4) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე უფლებამოსილია აწარმოოს პოლიტიკური მნიშვნელობის მოლაპარაკებები, როგორც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ასევე საზოგადოების ცნობილ პიროვნებებთან და გააფორმოს მათთან შესაბამისი შეთანხმების დოკუმენტები;
5) პარტიის აღმასრულებელი ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული რგოლები ნაციონალური კომიტეტს აწვდის ინფორმაციებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
6) ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარსადგენი პარტიული სიის კანდიდატების შერჩევაში და მათ მიერ შეთანხმებული საერთო პარტიული სია სარეგისტრაციოდ წარედგინება საარჩევნო კომისიას პარტიის თავმჯდომარისა და ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი ხელმოწერებით.”
კომენტარები