გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე გადაცემა “დღის სტუმარში” ამბობს, რომ საქართველოში შემოვა კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც, სტრატეგიული პარტნიორი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოგზავნის.
ჩალაძის თქმით, ხელისუფლებას აშშ–ის pfizer–თან მოლაპარაკებები არ ჰქონია და ისინი, განგებ განაწყობენ საზოგადოებას ვაქცინის წინააღმდეგ, რომ არ მოუწიოთ ვაქცინის დიდ მოთხოვნაზე პასუხისგება.
“ბატონი პრემიერი და სხვა ბატონები და ქალბატონები რასაც საუბრობენ ნაკლებად სარწმუნოა, ჩვენ ვნახეთ შედეგები, გვეუბნებოდნენ რომ ჯერ შემოქონდათ pfizer, მერე შემოჰქონდათ moderna, მერე astrazeneca, გუშინ ფარდა აეხადა, მარტივ სიმართლეს. pfizer–თან მოლაპარაკება არ აქვთ.
საქართველოში შემოვა პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაჩუქებს, ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს ჰუმანიტარულად, ეს ასეც მოხდა უკვე. საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც სანდო იქნება და მათი ეს რიტორიკა არაფერია, თუ არა ხალხის დაბნევა და საწინააღმდეგო განწყობის შექმნა ვაქცინისადმი, მათ არ აწყობთ ვაქცინის მომთხოვნი ხალხის არსებობა, რადგან ვერ შეასრულებენ ამ დავალებას და გამოჩნდებიან, რომ კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ.
ჩინური ვაქცინების შემოტანას შეეცდებიან, თუმცა საზოგადოებამ უნდა დასვას ძალიან მკაცრი კითხვები. astrazeneca რეალურია, თუმცა ბევრი სხვა კარგი ვაქცინა შემოვა.
ამერიკელებმა აღიარეს, რომ მათი პროტოკოლი ვაქცინებთან დაკავშირებით, სწორი არ იყო: მათ მიიღეს ვაქცინები და გადაწყვიტეს, თავდაპირველად პრიორიტეტული ნაწილისთვის გაეკეთებინათ აცრა, შედეგად კი მიიღეს გადავსებული საცავები და ნაწყენი ხალხი, რომ ვაქცინა ვერ მიდიოდა მათთან. და რა გააკეთეს? გახსნეს ლოს-ანჯელესის სტადიონზე და დისნეილენდის მიწებზე ვაქცინაციის ცენტრები და გააფართოეს არეალი. ესენი თუ ფიქრობენ, რომ ამ ვაქცინაციას პოლიკლინიკებში ჩაატარებენ, ძალიან ცდებიან. გაიხსენეთ, როგორც კი სწრაფი ტესტი უფასო გახდა, უზარმაზარი რიგები დადგა, ხალხი რიგებში ინფიცირდებოდა
ყოველთვის, პანდემია არის, თუ მის გარეშე მთავრობას, მმართველებს უნდა ენდობოდეს ხალხი და რასაც გვეუბნებიან, რომ ასეა, სარწმუნოობა უნდა ჰქონდეს. პანდემიის განმავლობაში, არცერთი საკითხი არ ყოფილა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ, ან მმართველობის ეშელონმა თქვა და ისე გააკეთა, როგორც თქვა, ან მათ სარწმუნოობა ჰქონდათ. ძალიან საეჭვო ციფრებს, პირველი დღიდან, როგორც ინფიცირების ისე გავრცელების, ასახელებდნენ, ბევრ მონაცემს მალავენ, ან ბევრ მონაცემს ცვლიდენ და ისე გვაწვდიდნენ, თითქოს ეს იყო სიმართლე.”
შეგახსენებთ, ამ დრომდე, ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ, გიორგი ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
კომენტარები