ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, აცხადებს რომ აქვს ინფორმაცია არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ:
“ეს იყო მასობრივი გაყალბება. ამის თვალნათელი მაგალითი არის ახალციხის საარჩევნო ოლქში, როდესაც ჩვენს წარმომადგენელს, ოლეგ სანდროშვილს 284 ხმა დაუწერეს. მეორე დღეს იგივე ხმები გადაუწერეს პირდაპირ ქართული ოცნების კანდიდატს და შემოგვითვალეს, რომ თქვენ ხმები აღარ გჭირდებათ და ჩვენ გვჭირდება, რომ პირველ ტურში გავიმარჯვოთო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არის გარკვეული შემოთვლები, თუ გავჩერდებით არჩევნების გაყალბებაზე, 1%-იან ბარიერს გადაგვალახინებენ. […]
ერთი რამ იცოდეს ყველამ, ქართულ მარშს კი უძახდნენ სატელიტს, მაგრამ, ის არავის სატელიტი არ ყოფილა და თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანს”, — ამბობს ბრეგაძე.
ქართული ოცნების წევრი, გიორგი კახიანი, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
“სერიოზულად პასუხის გაცემა ამაზე არც არის საჭირო, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია”, — ამბობს კახიანი.
კომენტარები