ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატებას უნდა ველოდოთ, რადგან დადებითობის მაჩვენებელი მაღალია.
„ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში ინფექციის გავრცელების საკმაოდ მაღალ სიჩქარეს, რაც პირველ რიგში უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული შიდამიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ბრუნდებოდნენ თბილისში, მათ საცხოვრებელ ადგილებში.
ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი- იმერეთში“. – აცხადებს ტიკარაძე.
მინისტრი აღნიშნავს, რომ დადებითი ის არის, რომ ვაქცინაციას სულ უფრო ბევრი ადამიანი ენდობა, იცრება და ვაქცინაციის პროცესი გაუმჯობესებულია.
კომენტარები