შსს-სთან “გირჩი მეტი თავისუფლების” ორგანიზებით აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა რეპრესიული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს
“სისტემამ მოკლა ადამიანი და გვეუბნებიან, რომ რაღაც გაუვარდა და ხდება ეგეთი რაღაცებიო. 30 წლის ადამიანი ცოცხალი აღარ არის. ეს ყველაფერი შეეწირა ერთადერთ რამეს, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს სხვა მიზეზი არ არსებობს. ყველაფერი არის ზღაპარი, თითქოს, რომ ეს ნარკოპოლიტიკა რამე შედეგის მომტანია, პირიქით გაუარესებულია მდგომარეობა ყველა მიმართულებით ამ არსებული ნარკოპოლიტიკის გამო. სისტემა არის დასაშლელი, ნარკოპოლიტიკა არის შესაცვლელი და ზოგადად ეგეთი ძალაუფლების ბერკეტები არავის არ უნდა ჰქონდეს ხელში”, – ამბობს ზურა ჯაფარიძე
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც წყნეთში, 30 წლის ზურა გველესისნის მკვლელობაზე გავრცელდა ინფორმაცია. გველესიანი დაკავების დროს, პოლიციელის იარაღიდან გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. გამოძიების მტკიცებით, სამართალდამცველები ახალგაზრდას ნარკოდანაშაულისთვის აკავებდნენ, მისი შებოჭვა სცადეს, რა დროსაც პოლიციელს, ერიკ წურწუმიას, იარაღი გაუვარდა.
კომენტარები