პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“ახლახან აღმოვაჩინე რომ ახალ თაობას ძველი ქართული კომედიები აქვს ნანახი. როგორც გაირკვა, ახალ წლებზე უყურებენ ხოლმე. ეს ერთი ხეირი ნამდვილად ჰქონია ქართულ არხებზე ერთი და იგივე ფილმების ტრიალს.
თავად ახალი წლის თემატიკაზე ერთი გენიალური ფილმი ნამდვილად გვაქვს, – კუჩხი ბედინერი. იშვიათია ფილმი ასე კარგად აღწერდეს თავის ეპოქას. გავიხსენოთ მისი მთავარი თემები:
უმაღლეს სასწავლებელში მოწყობა როგორც ცხოვრების მთავარი მიზანი
ქალის ვერ(არ)გათხოვება როგორც მთავარი ტრაგედია
სხვადასხვა კუთხიდან (ამ შემთხვევაში სამეგრელოდან და კახეთიდან) გამოსულთა მიერ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები
ცრურწმენები (ამ შემთხვევაში მეკვლეობის). თუმცა, თავად მეკვლე კარგად ხვდება ყველაფერს და უმაღლესში მოწყობის მსურველს ეუბნება ფრაზას რომელიც იმ ეპოქის ყველა სისულელეს სცემს პასუხს:
“შენ ახლა მთლად ჩემი ფეხის იმედად კი ნუ იქნები.”
კომენტარები