სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო მეგი გოგიტიძეს მიმართავს და წერს:
“Megi Gogitidze / Меги Гогитидзе შენ მაჩანჩალა ქალო, მოსკოვებში რომ მიდიხარ, უკან ვის იტოვებ რატომ არ დაფიქრებულხარ? 8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რა გგონია, უკან დაბრუნებულს ტაშით შემოგეგებებიან მგლოვიარე დედების ქვეყანაში, რომელთა შვილებიც კონდახებით და ხერხემლის მალებზე ხტუნვით აწამეს რუსებმა? შენ მაჩანჩალა ქალო, რად გიღირს ეგ ფული, რომ შენი სამშობლოს ღირსებას ფეხით თელავ გლოვის დღემდე ორი დღით ადრე? რად ღირს შენი სამშობლო, რომ ფულში ცვლი მას?! შენ აქ აღარავინ მოგისმენს, ამიტომ დარჩი იქ. კარგიც არის, ყველა მედროვე თუ გადასახლდება იქ – ნაკლები ლაჩარი დაგვრჩება აქ!”
კომენტარები