საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. არხის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოს წევრების მიერ დასმული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება მაუწყებელზე კონკრეტული გადაცემების დახურვა სახელისუფლები პოლიტიკის დაკვეთას.
გიორგი გვიმრაძე:
რა ამბავი არ იცოდი? მე რა ტონით ვილაპარაკებ, მე ვიცი. პრობლემები ვის აქვს ეტყობა, წესეირად ილაპარაკე შენ, ზრდილობით ილაპარაკე. ჩემ კოლეგებთან ილაპარაკე ზრდილობიანად. რას მაკონტროლებ? შენ როგორ უნდა გამაკონტროლო, ქალო…
ლიკა ბასილაია-შავგულიძე
“შენი მაყურებელი კი არ არის, საქართველოს მაყურებელია, რომელიც შენ გიხდის ხელფასს, რომელიც არ გეკუთვნის, ნულოვანი რეიტინგი გაქვს. შენზე დახარჯული ფული არის წყალში გადაყრილი ფული… შენ ხარ ნოლი… ამისი გადაცემა რატომ არის დარჩენილი არხზე?!”
კომენტარები