პტიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს, რომელიც გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა:
“ახლა შენ ჯერ კიდევ გაქვს სიტუაციიდან გამოძრომის შანსი. შენ თუ აფხაზეთს აღიარებ და, მითუმეტეს, თუ შენი ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის ახალი მცდელობა განხორციელდება – შენ, როგორც ჭკვიან კაცს, უნდა გესმოდეს, რომ ეს დასასრულია! ვნახე ნიკოლაის ფოტოები, ის ძალიან სიმპათიურია. იფიქრე იმაზე, რომ მას ჯანმრთელი და თავისუფალი მამა სჭირდება!”, – დაწერა სააკაშვილმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.
კომენტარები