თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის გამოეხმაურა:
ბაჩალიაშვილის ბებიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემო თეონა, უმორჩილესად თხოვნით მოგმართავ, შეჩერდი. იგლოვე და ილოცე შენი შვილის სულისთვის. მთელი საქართველო ლოცულობს შენი შვილისთვის, ამ ყველაფერს შენი შვილის უმანკო სული ითხოვს“, – დაწერა რიტა ზურაბაშვილმა, რაზეც ბაჩალიაშვილის დედამ უპასუხა:
„შენი აზრი არ მაინტერესებს, იუდა“ – პასუხობს თეონა თამაზაშვილი
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“გადაცემა „ქრონიკაში“ თამარ ბაჩალიაშვილის ბებია (თეონა თამააშვილის დეიდა) რიტა ზურაბაშვილი გარდაცვლილ გოგოზე საუბრობს:
„გარდაცვალებამდე, თამარ ბაჩალიაშვილმა მითხრა, რომ ის სამსახურის უფროსზე იყო შეყვარებული. 32 წლის არის, ვაჟკაცი და ტვინიანიო.
ეგ ბაჩანა თამარისთვის იყო ვიღაც, როგორც ვიცი, კურსელი იყო და არც კი მეგობრობდნენ. ეგ არის გამოგონილი პერსონა.
ძალიან ვენდობი გამოძიებას, რომ კარგად ჩაატარებენ. მე არ ვენდობი გვარამიას ჟურნალისტურ გამოძიებას და ადვოკატ მიხეილ რამიშვილს.
არ მესმის რატომ შესთავაზა რამიშვილმა ოჯახს უფასო ადვოკატობა? ალბათ, ვიღაც უხდის. ჩემმა დისშვილმა მითხრა, მე ვენდობიო და აღარ მივდივარ მას შემდეგ …
დაკრძალვამდე რამიშვილი რომ მოდიოდა ხოლმე ჩვენს ოჯახში, ან მე მთხოვდნენ ოთახიდან გასვლას, ან ის თავად გადიოდა.
კომენტარები