ენმ-ის წევრი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს მესიჯის სქრინს და წერს:
“კიევში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების საფლავზე ამოკვეთილია სიტყვები, რომ ისინი დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.
არაერთი ქართველი იცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისინი გმირულად იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე, მათ ერთი პასუხი აქვთ, ისინი უკრაინისთვის ბრძოლაში საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. არაერთი ქართველი დაიღუპა ამ ბრძოლაში, დიდება მათ სახელს, დიდება გმირებს.
და ამ დროს რა ხდება საქართველოში? ურეკავენ, ემუქრებიან მებრძოლების ოჯახის წევრებს, ემუქრებიან ოჯახის წევრების სიკვდილით, შვილების მოკვლით.
ვინმეს ეჭვი ეპარება, ამის უკან რუსეთის სპეცსამსახური და მათ მიერ სრულად კონტროლირებადი საქართველოს სპეცსამსახური რომ დგას?
რაც დღეს საქართველოში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა ინასარ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა!”
კომენტარები