თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“თეთრიწყაროს”ვოლკო” ჯიმშერ აფციაურო!!! შემთხვევით იმის ილუზია ხომ არ გაქვს ყოველივე ამის მერე ბედნიერად გააგრძელებ ცხოვრებას შენს ორ ქალიშვილთან ერთად?
როცა ჩემს თამოს აწამებდნენ და კლავდნენ იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს, რაც მთავარია შენები ხომ კარგად გყავდნენ.
ვინ იცის იქნებ შენს გარაჟშიც გყავდა თამოს მანქანა დამალული.
გირჩევ გოდერძი ჩოხელის “მგელი” წაიკითხო. ხანდახან მგლებიც ჭამენ თავიანთ წინამძღოლს როცა შეცდომას უშვებს და ისე არ მოხდეს მწყემსებმა ნახონ შენი ძვლები და იქვე ეგდება შენი ტელეფონიც იდენტიფიკაციისთვის, როცა დაგირეკავს მწყემსი. ხომ პირველად შენთან დარეკავს არა? შვებულებაშიც და იმ ქვეყანაშიც რომ იქნები. მერე პრესსცენტრს მივმართავ “ა კაკ ტამ დრავა” მეთქი.
“დრავა” ხომ ცხედარს ნიშნავს შენი გაგებით.
შენით ვიწყებ “ადინოკი ვოლკო”, (როგორც შენ დაიწყე პირველმა გამოძიება ვითომ) თუ რომელმა რუხმა მგელმა შეგჭამა ან რომელმა რუხმა კარდინალმა გაგწირა საცოდაო არსებავ.”
შეგახსენებთ, ჯიმშერ აფციაური გამომიებელია, რომელიც ამბობს, რომ თამარის საქმე მას ებარა, მაგრამ შვებულებაში გავიდა 21 ივლისს. მიუხედავად ამისა, მწყემსი მას ურეკავს პირველს 22 ივლისს, როცა მანქანას პოულობს. თუმცა, ჯიმშერი ამ ზარის შემდეგ პირდაპირ ადგილზე არ მიდის და ჯერ მიდის განყოფილებაში, როგორც თავად ჰყვება, ზუსტად 2 წუთში მივიდა განყოფილებაში და იქედან წავიდა მანქანის პოვნის ადგილზე.
როცა ჟურნალისტები, მწყემსთან ინტერვიუს წერდნენ, მაგ დროს, ჯიმშერი ურეკავს მწყემსს, მწყემსი პირდაპირ ეთერში პასუხობს, გამომძიებელი ეკითხება, მარტოა თუ არა და იყო თუ არა, ან აპირებს თუ არა შეშაზე წასვლას, რაზეც მწყემსი გაოცებული პასუხობს…
3 აგვისტოს, თეონა თამაზაშვილი “პალიტრასთან” ჰყვება:
“პირველი გამომძიებელი ჯიმშერ აფციაური იყო. ტელევიზიით გავიგონე, ის რომ ელაპარაკება მწყემსს. მწყემსი ეუბნება: “არა, ამათ დამიჭირეს” და მერე რაღაცა შეშაზე ელაპარაკება. მაშინვე დავურეკე, რა შეშაზე იყო-მეთქი ლაპარაკი. მიპასუხა, მე შვებულებაში ვარ, პრესცენტრს მიმართეთო. როგორ შეიძლებოდა გამომძიებელი, რომელმაც დაიწყო ეს საქმე, ახლა შვებულებაში გაეშვათ?!.. გამწარებულმა დედამ ასე ვიარო კარდაკარ პრესცენტრებში?! აღარც ძალა მაქვს… ან ეს რა პასუხია?! და ამაზე რატომ არავინ რეაგირებს?! არც ვიცი, ახლა ვის ხელში გადავიდა გამოძიება.”
კომენტარები