გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,სინჯიკაშვილი გადადგაო. ეგ რამე გარიგების ნაწილი არ გეგონოთ. გადადგა, იმიტომ რომ ვეღარ ჩამოვა, სადაც არის, იქიდან. ვერ ჩამოვა იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირადმა მცველმა ხარებამ მის მიერ შესარიგებლად გამოგზავნილ ტიპს უთხრა – აქამდე რომ მოსულიყავით, თითო ყური და ჩადებული ნარკოტიკი, ციხე დამაყაბულებდაო. აწი ორორი ყური და…. ვინც ჭორიკანად არ მთვლით, იცით – ვიცი რასაც ვამბობ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს მისი მარჯვენა ხელის უმოწყალოდ მცემელი ტიპის ძმა, თავისივე უწყების მეორე სამართველოს (პეპელა) უფროსის მოადგილე მძევლად ყავს. პატაკს რომ უწერს, არ უკმაყოფილებს, შენს ძმას რომ ვიპოვი, შენს კაბინეტში ორივე ყურს მოვაჭრი და გაჩუქებ, მერე წადიო. ერთი პერიოდი მედიაში ეს ცხელი თემა რომ განელდა, თუ გგონიათ, ამოიწურა, ცდებით. იგივე მძვინვარებით გრძელდება. სახლებში შევარდნით, კარის ტარანით შემტვრევით, ოჯახების დაწიოკებით და დაქადნებით, ურჩევნიათ, თვითონ ჩაგვბარდნენ, თორემ დავბრუნდებითო. ამ ამბავში კარგი, ან უკეთესი მხარე არ არსებობს. ერთად არბევდნენ ახალგაზრდებს გმირთა მოედანზე.”
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ შინჯიკაშვილს დაპირისპირება ჰქონდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსთან, “ხარებასთან”. ჩვენი ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში გარკვეული პირები მუშაობდნენ, რომ შინჯიკაშვილი და “ხარება” შეერიგებინათ, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულმა პირებმა ჩააკითხეს მას საზღვარგარეთ და ხელი მოაწერინეს სამსახურიდან წასვლის განცხადებაზე. სურდა თუ არა შინჯიკაშვილს განცხადებაზე ხელი მოაწერა, უცნობია.
კომენტარები