შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფისას ერთ-ერთი დაღუპული ნუცა კანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდარის შედეგად გარდაიცვალა მისი დედაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მეგობრები წერენ.
,,ეს რა დღე გათენდა ღმერთო. ჩემო ნიჭიერო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა. ჩემო ბავშვობის და გონების ნაწილო. თან დედასთან ერთად, მაია დეიდა, საოცრად თბილი და კარგი ადამიანი. როგორ მტკივა გული ღმერთო. ნათელი და სანთელი დაგიმკვიდროთ უფალმა მარადიულ სასუფეველში”, – წერს ნუცას მეგობარი.
ნიუპოსტი
კომენტარები