მარიამ კუკუნაშვილი, სუროგაციის ცენტრ, “ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“არ ვიცი რატომ მომინდა ამ ყველაფრის თქვენთვის მოყოლა, მაგრამ მომინდა. იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უღრესად პატივსაცემმა ქალბატონმა, ბაია დვალიშვილმა მთხოვა, რომ ქალები ჩემი მიღწევებით და საუცხოო მოგზაურობებით აღმეფრთოვანებინა, წარმატების საიდუმლო გამეზიარებინა. ( მას ამ თხოვნას ეხლა ვუსრულებ) ან იქნებ იმიტომ, რომ დისქავერის Editor chief ს ჩემი სოციალური მედიის შემხედვარეს გული სწყდებოდა, რომ ნამდვილ მარიამს არ იცნობდნენ. სუსტს, მეგობრების და ადამიანების სიყვარულით აღსავსეს.
მოკლედ მეგობრებო, სექტემბერში პირადი ტრაგედია შემემთხვა. ქმარმა სრულიად მოულოდნელად სხვა ქალის გამო მიმატოვა და ორი თვე ყოველ საღამოს ჩემს ატირებულ შვილებს ვეჯექი გვერდით და ოთხივე ერთად ვტიროდით. შვილები ისე მყავდა ტრავმირებული, ისიც კი მითხრეს 10 წლის ბავშვებმა დნმ ის ანალიზი ჩავიტაროთ, გვინდა დავრწმუნდეთ რომ ჩვენი ნამდვილი დედა ხარ და შენც არ მიგვატოვებო.
ალბათ ისიც გახსოვთ, ია ფარულავას მაფიის ღამეები, მის მიერ შექმნილი სამეგობრო ჩატი, სადაც ის ხალხია, რომლებიც მიყვარდნენ და დღესაც მიყვარს, რომელთაც ჩემს ძვირფას დროს ვუთმობდი სიყვარულით და გულწრფელობით. ხოდა ზემოთაღნიშნული პირადი ამბავი ერთი კვირის მომხდარია და ფარულავა ჩატში წერს: ,, შენზე ამბობენ აფრენს, კიდევ კარგი გაიქცა შენი ქმარი შენ ვინ გაგიძლებდაო,, … არავინ გამომსარჩლებია, არავის უგრძვნია ის, თუ რა ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვოდი. უფრო მეტიც, ერთი მაგ ჯგუფის წევრი მეორეს ჩემზე მესიჯს უგზავნიდა ნახე ეგ მალე როგორ აიშვებს და გაბოზდებაო. (შემთხვევით ჩემთან გამოეგზავნა) ბოლოს ჯგუფიდანაც კი წამშალეს. უბედური და პრობლემიანი ვიყავი მაგ დროს და ვის რაში ვჭირდებოდი… მოკლედ ფარულავას რომ დავუბრუნდეთ: აფრენო, ამას მეუბნებოდა ქალი, რომელიც აღდგომა დღეს, პასკას პირში იდებდა, ცოხნიდა, მერე მის ნაცოხნს აფურთხებდა და ასე ფეისბუქ ლაივით სრულიად საქართველოს მის მიერ ,, აღმოჩენილ ,, ღეჭვა ფურთხებით გახდომის მეთოდს ასწავლიდა.
გავიდა მას შემდეგ მრავალი თვე, ხან ავირიე, ხან დავირიე, ხან გავიქეცი და გამოვიქეცი, ფერფლად ვიქეცი და თავიდან ავეწყე, პირადიც ისე ბედნიერად დავალაგეთ როგორც ჩვენი გაქანების და სიყვარულის უნარის მქონე ადამიანებს შეეფერებოდა. მაგრამ თვეების მანძილზე არავის ვუკითხივარ ფარულავას სასტავიდან, არც იმათ ვისაც დაბადებისდღეზე მექსიკიდან ყვავილებს ვუგზავნიდი ქუთაისში, არც ჩვენი ძონძების ექსპერტ ჩიტალაძე დალის, რომლის წყალობითაც ისე ვერსად მივფრინავდი ჰერმესის დუხი არ დაებარებინა გამომიყოლეო. სამაგიეროდ ამ ერთი კვირის წინ მომიკითხა, ერთმა კარგმა ბიჭმა სპონსორობა სთხოვა ჩემი და დალი იშუამავლა ფულის თხოვნაში. დალიმ თავისი პასუხი კი მიიღო და ფარულავასაც შევუთვალე დენიკინის დროს რობერტ დენიროსთან გადაღებული შენი ფოტო ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ის რაც ჩემთვის ღირებულია შენ არ გაგაჩნია და ნეტავ მაგ სიყალბეში როგორ არ გეხუთებათ სული თქო.
ასეა, როცა გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა ,, მტრად,,, ხოლო მეგობრად არავინ. დიდი ტკივილი გაიძულებს ადამიანს, ღმად ამოიოხრო და თქვა: მე ეულად მივდივარ. გულგატეხილი, ნატკენი, განდევნილი, გალანძღული, არამოყვარე სამყაროსგან და მოძულე მისგან. ეს კი ნიშნავს მარტო სიარულს, რადგან ის ვინც თავგანწირვით ამბობს უარს ამ სამყაროზე და ყველაფერზე რაც მასშია, უარს ამბობს ყველა ურთიერთობაზეც რომელმაც შეიძლება მოხიბლოს და აცდუნოს იგი. ტკივილი გაიძულებს დარცხვენილად დუმდე იმ მიწიერ მოვლენებზე, რომელთა შესახებ გამუდმებით საუბრობენ ქვეყნად. ისინი კი, ვისაც უყვარხარ, არასოდეს გკითხავენ რა ოდენობის ქონება დააგროვე- ამას შენს მერე დარჩენილი შთამომავლები დაითვლიან. არც იმას გკითხავენ, რამდენი ბრძოლა მოიგე ან წააგე, რამდენად ჭკვიანი ხარ, რამდენჯერ დაეცი ან წამოდექი, რადგან მეგობრები შენს ტკივილებს დაინახავენ და იმას შეგეკითხებიან, რამდენი სიყვარული შეგიძლია, რამდენად ხშირად ამარცხებდი საკუთარ ბიწიერებას; იმას თუ რამდენად ბატონობდი საკუთარ თავზე, თუ მისი მონა იყავი. იმას, თუ რამდენად ხშირად იყავი მზად მსხვერპლზე კეთილი საქმისთვის საკუთარი თავის უარყოფისას. რამდენად ხშირად პატიებდი შენს მტერს? იმას, თუ საკუთარი თავის უარყოფისას, რამდენად ხშირად გადაგიტანია მოთმინებით შეურაწყოფება.იმას, თუ რა იზარალე სიყვარულისთვის. და ის, ვინც ამას გკითხავს, ის არის მსაჯული, ვის სამსჯავროსაც ვეღარსად გაასაჩივრებ. ასეთმა ადამინებმა სიყვარული იციან, მეგობრობა იციან და რაც მთავარია ბედნიერება იციან, იმიტომ რომ ტკივილი იციან.
ფარისევლების შესახებ ნათქვამია, რომ მძიმე ტვირთს იცილებენ და სხვას ჰკიდებენო.ასეა ზოგჯერ მეგობრობაშიც, სიყვარულშიც.ადამინებს მიდრეკილება აქვთ ყველაფერი სხვებისგან მიიღონ, თავად კი მცონარობის სურვილი აქვთ. მაგრამ არა მხოლოდ ამას ეფინება ხოლმე შუქი, არამედ უფრო მეტად სამწუხაროს: იმას რომ ადამიანები საკუთარი უმადურობით, ულმობლობით და კაპრიზებით სხვას ამძიმებენ, უქცევენ რა ტვირთს მეგობარს (ან საყვარელ ადამიანს) კიდევ უფრო მძიმედ. მაგრამ დუმდე და ითმენდე, ან მწარე სატანჯველში სიხარულსაც კი პოულობდე, პოულობდე იმედს, რომ სატანჯველი ოდესღაც დასრულდება, როგორც ხანდახან იტყვიან, ნაღველი სიხარულად, ბედნიერებად და უფრო დიდ სიძლიერედ გარდაქმნა- ამის სწავლად ყველა ტკივილი ღირდა, ღირს და ყოველთვის ეღირება.
იქნებ არც ღირდა ამხელა პოსტად ეს ყველაფერი, მაგრამ მე მიღირდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი მიღირს ცოტა მეტ გარჯად ვინც მიყვარს და ყველა ადამიანის მადლიერი ვარ ვინც მატკინა, რადგან ისევ კირკეგორს დავესესხები და ვიტყვი: თავისუფლება და ბედნიერება იმის ხვედრია, ვინც ტანჯვის უნივერსიტეტს დაამთავრებსო. ეს უნივერსიტეტი მე წარჩინებით დავამთვრე და ეხლა უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სიყვარულიც შემიძლია და პატიებაც. მაგრამ თქვენ? თქვენზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვინც მხდალია, ვერ წარსდგება უნებურად სამხედრო ტრიბუნალის წინაშე. მე კი თავად გავასამართლებ საკუთარ თავს, როცა ამის საჭიროებას დავინახავ. შეუცდომელი ხომ არავინ ვართ.”
ია ფარულავა კომენტარებში პასუხობს:
“მარიამ აი ვსიო მორჩა აივსო ფიალა მოთმინების და გირჩევ !!!!! სასწრაფოდ მოძებნე საუკეთესო ევროპელი სცენარისტი და სასწრაფოდ ფილმში უნდა ითამაშო….ამ ფოტოთი შენ ანა მანიანი დაჩრდილე.შენ უკვე მზად ხარ …..წარმატებები Darling
იფ იფ იფ რა კარგად დავღეჭე და ვიფურთხე იმდენმა მომწერა მადლობა …არ იცით…”
კომენტარები