შეყვარებულის უარის გამო მაღალი ძაბვის ანძაზე ასული ბიჭი – შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
ახლა საგამოძიებო უწყება შეეცდება გაარკვიოს, რა გახდა თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი და რატომ მივიდა 19 წლის ბიჭი ამ მდგომარეობამდე.
შეგახსენებთ, ზუგდუდში, მდინარე შხოუშას სანაპიროზე, თეთრი გიორგი ქუჩის ბოლოს მდგარ მაღალი ძაბვის ბოძზე 19 წლის ბიჭი ავიდა და გადმოხტომა სცადა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ, სანამ თვითმკვლელობას ეცდებოდა, სახლში იჩხუბა. ჩხუბის შემდეგ მას მეზობელი გამოჰყვა, რომელმაც მას გადმოხტომაში ხელი შეუშალა და ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან ჩამოიყვანეს.
როგორც მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იყო, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ ბოძთან მისული მეზობლები, რომლებიც ბიჭის დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მათი მდგომარეობის გამო სამართალდამცველებმა ბოძთან მიახლოების უფლება არ მისცეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის მიზეზი ახალგაზრდა ბიჭისთვის შეყვარებულის მიერ ნათქვამი უარი გახდა,.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება.
კომენტარები