ლეიბორისტი გიორგი გუგავა:
„შერიგება, მორიგება, გარიგების შესახებ..
შერიგება, პატიება თუ მონანიება სუბიექტური ხასიათისაა და პიროვნება საკუთარი მორალური ღირსებიდან და რწმენიდან გამომდინარე თავად წყვეტს. მაგრამ შერიგება თუ პატიება სახელმწიფოს, ხალხის თუ კერძო ადამიანის ხარჯზე, რომლებსაც, წაართვეს სიცოცხლე, ქონება, მომავალი, სამართალი, დააზიანეს, გაქურდეს, ჩამოშალეს, გაყიდეს, გაწირეს, გაუყალბეს, ქვეყნიდან გადახვეწეს და ა. შ. არის მზაკვრული გარიგება. როდესაც სამართლიანი მსჯავრი დადება ყველას, ვინც ეს ჩაიდინა, რომელსაც მომავლისთვის შემაკავებელი მაგალითის ძალაც ექნება, მაშინ შევდგებით საზოგადოებად და სახელმწიფოდ.
Dura lex, sed lex-კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია.“
კომენტარები