თბილისში სასაფლაოებზე მისასვლელი გზები ჩაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა. კახა კალაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს ვთხოვო, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და თხოვნა, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. სააღდგომო დღეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას“, – განაცხადა კალაძემ.
17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
კომენტარები