სახელისუფლებო ტელევიზია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა შეცდომა იყო.
ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები ვიქნებით ოთხი თუ ხუთი წლის შემდეგ რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლოა უფრო უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული, განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე “ხალხის ძალა”, ესეც ვთქვი [შეხვედრაზე]. როცა ამხელა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებთ მმართველ პარტიას რას და როგორ აკეთებს”, – ამბობს რუხაძე “იმედისთვის” მიცემულ კომენტარში.
კომენტარები