ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თითო დოზის დამატება ყოველწლიურად გახდეს საჭირო. ამის შესახებ Pfizer-ის დირექტორმა ტელეკომპანია CNBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა, ბურლას თქმით, სრულად ვაქცინაციიდან 12 თვეში, შესაძლოა, ვაქცინის მესამე დოზის დამატება იყოს საჭირო.
”სავარაუდო სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ მესამე დოზის მიღება, შესაძლოა, სრულად ვაქცინირების შემდეგ 6-დან 12 თვემდე პერიოდში იყოს საჭირო. შემდეგ კი, შესაძლოა, ყოველწლიური რევაქცინაცია ჩატარდეს. მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს”, – განაცხადა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.~
Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას ტესტავენ, რათა იმუნური რეაქცია გაუმჯობესდეს.
მანამდე, Johnson & Johnson-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს გორსკიმ CNBC-სთან განაცხადა, რომ შესაძლოა, სეზონურ გრიპზე აცრის მსგავსად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად გახდეს საჭირო.
კომენტარები