„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გამოვა ინიციატივით, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს.“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
„ძალიან გვინდა, რომ იყოს ასეთი წამახალისებლები. კარგი იქნება კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს.“ – აღნიშნავს გამყრელიძე.
ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, „პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას დააყენებს, თუმცა რა იგულისხმება აღნიშნულ რეკომენდაციებში, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს.
კომენტარები