ორი დღის წინ, „ალიამ“ გაავრცელა ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი ექიმის, ნინო ბაკაშვილის წერილი, სადაც ის ამბობდა:
დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლისთვის ყველაზე ეფექტურ მედიკამენტად პარაცეტამოლი დაასახელა და თქვა – ახლა გირჩევთ, იბუპროფენის ნაცვლად პარაცეტამოლი გამოიყენოთ.
„ალია“ დაუკავშირდა ქალბატონ ნინო ბაკაშვილს და ვკითხეთ მას, ხომ არ არის რეკომენდაცია კიდევ რომელიმე მედიკამენტის შეჩერებაზე უკვე გაცემულია და რა ხდება ამ წუთებში ნიდერლანდებში.
-ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ძალიან სწრაფად ვითარდება, ორი პროვინციაა, სადაც ამ წუთებში მძვინვარებს ვირუსი, 19 გარდაცვლილია და უმეტესად ასაკოვნები. ახალგაზრდები, რომლებიც მძიმედ არიან – ყველა იღებდა იბუპროფენს, ახლა მათ უკვე ტკივილებს უყუჩებენ პარაცეტამოლით. შეაჩერეს უკვე იბუპროფენის მიღება.
რამოდენიმე დღის წინ დამირეკა ვირუსოლოგმა, მთხოვა, დამწერა ის წერილი, რაც დავწერე მედიკამენტებზე, რათა გავრცელებულიყო ინფორმაცია და მეტ ექიმს გაეგო.
საუბარი მიდის ასევე ანტიჰიპერტენზიულ მედაკმენტებზე, რომელთა დასახელება მთავრდება – ილი-თ. მაგალითად – კაპტოპრილი. ამბობენ, რომ შეიძლება, ისიც ისევე მუშაობდეს და ისევე უკუშედეგი ჰქონდეს, როგორც იბუპროფენს, თუმცა, ამ ეტაპზე – არ გვაქვს რეკომენდაცია მიღებული, ამ მედიკამენტის გამოყენების შეჩერებისათვის. ჰოლანდიის ჰიპერტენზიიცს ასოციაციის წერილი მივიღეთ, სადაც გვწერენ, რომ ჯერ არ ცვლიან ილი-ზე დაბოლოებულ მედიკამენტებს. თუმცა, უკვე საუბრობენ და განიხილავენ ამ საკითხსაც. ათასობით პაციენტი მყავს მე და აქედან შეიძლება 300-400 ადამიანზე მეტი იყენებდეს შეიძლება კაპტოპრილს.
– ხომ არ არის ანტიბიოტიკზეც რამე ტიპის რეკომენდაცია? მაგალითად, რომელი არ გამოვიყენოთ და რომელი გამოვიყენოთ?
– არა, ანტიბიოტიკზე ჯერჯერობით არ არის საუბარი, რომ რომელიმეს გამოყენება არ შეიძლება. საუბარია იმაზე, რომ კარგია Cefuroximi IV ჯგუფის ანტიბიოტიკები.
ჰოლანდიის მიდგომაც ისეთია, როგორც დიდი ბრიტანეთის და ბელგიის – კონტროლირებადი გავრცელება – ე.წ. ჯოგური, ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავება. მოსახლეობის ჯანმრთელი ნაწილი ასე ვთქვათ, მოიხდის ვირუსს, ექნება იმუნიტეტი და აღარ გაავრცელებს. გავრცელების რგოლიდან, რომელშიც ამჯერად ყველა ასაკის ადამიანი მონაწილეობს მეტნაკლებას, ამოვარდება ყველა ის ადამიანი, რომელსაც უკვე ჰქონდა ვირუსი და აღარ გაავრცელებს – პრინციპი ესაა.
–იმუნიტეტი ნამდვილად ექნება? ეს უკვე დადასტურებული ფაქტია?
არა, ესეც ვარაუდია, ჯერ ძალიან ცოტა პაციენტია გამოჯანმრთელებული და ასევე, ძალიან ცოტა დროა გასული მათი გამოჯანმრთელებიდან, რათა მათზე დაკვირვების შედეგად კვლევა გვქონდეს, მაგრამ ვირუსოლოგები ვარაუდობენ, რომ ექნება იმუნიტეტი.
თუმცა, ასე არ ხდება, რომ მოდი ყველას დაემართოს – არა, ამ პროცესსაც აკვირდებიან და ამბობენ, რომ აკონტროლებენ, ამიტომ უწოდებენ კონტროლირებად გავრცელ;ებას.
პარალელურად, ყველას ვურჩევთ სოციალური დისტანციის დაცვას, პარლამენტის სხდომა იქნება, თუ მაღაზიაში შეხვალთ პროდუქტის საყიდლად, 1,5 მეტრი უნდა დაიცვათ დისტანცია.
საერთო ჯამში, არავინ იცის, ეს იდეა გაამართლებს, თუ არა. იტალიიდან სიუჟეტი იყო, ჯერჯერობით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
–საუბარია იმაზეც, რომ 1,5 მეტრი კი არა, 4,5 მეტრი უნდა დავიცვათ დისტანცია, რადგან ვირუსის გადაცემის შემთხვევა ჩინეთში 4,5 მეტრზეც იყო.
-შეუძლებელია ამხელა დისტანციის დაცვა. ჩემს მაგალითაზე რომ ვთქვა, სულ არ არის ჩემი კაბინეტი 4,5 მეტრი და როგორ მოვახერხებ მაგ დისტანციის დაცვა? გარდა დისტანციისა, სხვა ფაქტორებიც არის, მაგალითად, ინტენსიური თერაპიიის ანესთეზიოლოგს მეტი შანსი აქვს დაინფიცირების, ვიდრე ოჯახის ექიმს, რადგან მას შეხება აქვს პაციენტთან ზუსტად ისეთ ადგილებში, საიდანაც გადადების მეტი საფრთხეა.
ერთი ცნობილი ვირუსოლოგის ინტერვიუს ვუსმენდი, 50 წელია ვმუშაობ და ასეთი არაფერი მახსოვსო, ამბობს. საერთო ჯამში, უძლურები ვართ ექიმები, ვცდილობთ, მაგრამ შედეგი არა გვაქვს. ერთი რაც შეგვიძლია, ხანდაზმულებს ვუფრთხილდებით, არ მოგვყავს კლინიკებში, თავად ვაკითხავთ – აქ უფრო მარტივია ხანდაზმულების დაცვა, მათი სრული უმრავლეოსობა ცალკე ცხოვრობს.
ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია პიკისთვის, ამიტომ, ჯერ კიდევ ველოდებით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას. შემოდგომისთვის, ალბათ უკვე იქნება ვაქცინა, როგორც ვიცი, ანტისხეულც იპოვნეს, მაგრამ დრო დასჭირდება და როგორმე თავი უნდა მივიტანოთ შემოდგომამდე.
ევროპის გაერთიანებამ 80 მილიონი გამოყო ვაქცინის შესაქმნელად და გერმანიაში მოხდება მისი შექმნა, ამერიკას სურდა ვაქცინაზე მოეპოვებია სრული უფლება, ტრამპს უნდოდა მარტო მათ ჰქონოდათ ვაქცინა, მაგრამ ევროპამ, როგორც ვნახეთ, არ მისცა ამის საშუალება.
ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმის გარკვევას, ჰქონდა თუ არა დაინფიცირებულთან შემხებლობა პირს, რადგან, როცა გვაქვს მე-3 და მე-4 გადაცემის შემთხვევები, მერ უკვე შორს მივდივართ და ძნელი ხდება დადგენა – ვისგან გადაედო.
ჰოლანდიის ერთ-ერთ პროვონიციაში, მაგალითად, სადაც ახლა მძვინვარებს ვირუსი – კარნავალი იყო და ამიტომ გავრცელდა ასე, ადამიანები ერთად იყვნენ თავშეყრილნი, ერთობოდნენ, მღეროდნენ…
რა თქმა უნდა, გარდა ვირუსისა, ეკონომიკური სიდუხჭირეც გველის, ჰოლანდია, როგორც იცით, ყვავილების ტრანსპორტირების 30 პროცენტს იღებდა თავის თავზე, ახლა რა თქმა უნდა, ვერ იყიდება – აგზავნიან სრულიად უსასყიდლოდ კლინიკებში, ავადმყოფებთან, დანარჩენს კი პირდაპირ ყრიან, საშინელი სანახავია, როგორ იყრება ულამაზესი ვარდები პირდაპირ ნაგვის კონტეინერში.
„ალია“, თამო კეშელავა
კომენტარები