არ ვიცი, რა უთხრეს პოლონეთის ელჩს მიღებაზე, მაგრამ ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ღიად უპირისპირდება და უპირისპირდება არამარტო პოლიტიკური სიმპათიის საფუძველზე, არამედ კონკრეტულ გეგმას ახორციელებს, რა გეგმაც „ნაცმოძრაობის” გეგმის ნაწილია, შესაძლოა ოფიციალური დიპლომატიური დემარში მოხდეს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მალგოჟატა გოშევსკას განცხადებას, რომლის ინფორმაციით, მას ემუქრებიან, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება არ ექნება.
„მე არ ვიცი, რა უთხრეს ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკას, მაგრამ ფაქტია, რომ ის წლების განმავლობაში ხაზგასმით გარკვეულ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას. იმის მიუხედავად, რომ ის მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, სააკაშვილის გუნდის მიმართ სიმპათიას არ მალავს. სიმპათიის გამოხატვის გარდა, საგანგებო პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს პრინციპულად უპირისპირდება და რეალურად პოლიტიკური თუ დიპლომატიური კეთილგონიერების იმ სტანდარტს არღვევს, რომელიც კონკრეტულმა მაღალჩინოსანმა უნდა გამოიჩინოს”.
კომენტარები