ჯანდაცვის ექსპერტმა, ვატო სურგულაძემ, მედიასთან განაცხადა:
რაოდენობა გაიზრდება, ახლაც გაცილებით მეტია ,,ომიკრონის” შტამით დაავადებული ადამიანების რიცხვი, უბრალოდ, ამის განსაზღვრა გაცილებით რთულია, ძვირი ჯდება. ცოტა ხანში ეს შტამი გახდება დომინანტური. სახელმწიფომ არავითარი ზომები არ მიიღო იმისთვის, რომ მობილობა შეემცირებინათ. შესაძლოა, მივაღწიოთ იმას, რომ ყოველდღიურად 10-15 ათასი ადამიანი იყოს დაავადებული, რაც ჩვენი ჯანდაცვისთვის ურთულესი გამოცდა იქნება”
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები