“ქართული ოცნების” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქვეყანაში შემოსული ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის საკითხის განხილვა შესაძლებელია. თუმცა, მისი თქმით, აღსრულება მარტივი არ იქნება.
“შესაძლებელია ამ საკითხის [ტურისტებისთვის კომენდანტის საათის მოხსნის] განხილვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი არ იქნება მარტივი. ჯერ უნდა მივაღიწოთ იმას, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მაქსიმალური დაზღვევის მექანიზმი იმისა, რომ ისინი არ იქნებიან სხვისთვის გადამდებები და ეპიდემიოლოგიურად ხიფათის შემცველი.
რა თქმა უნდა, თუკი ამ წესებს დავიცავთ – სარესტორნო ბიზნესში თუ შევძლებთ იმას, რომ დისტანცია იქნას დაცული, თუკი იქ იქნება დაცული ის მოთხოვნა, რომ ვიზიტორს ექნება ან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ვირუსის გადატანის დამადასტურებელი და იქნება გადაცემის საფრთხე, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციების განხილვა შეიძლება”,
წყარო -24news.ge
კომენტარები