ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, სამწუხაროა, რომ ენმ-ის პარლამენტში მისვლის შემდეგ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონპროექტი მოსმენიდან ჩაიხსნა.
“განცხადებას გააკეთებს ნიკა მელია, გამოვიყენებთ ფრაქციის დროს. სამწუხაროა, რომ შეშინებული პოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტი ჩაიხსნა მოსმენიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებდით ძალიან სერიოზულ განხილვებში მონაწილეობას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს შეშფოთებას არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქის”.
ქართულმა ოცნებამ 19-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვა გადადო ნაციონალური მოძრაობის არყოფნის გამო. ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, უმჯობესია, რომ ამნისტიის განხილვას ესწრებოდნენ ენმ-ს წარმომადგენლები.
კომენტარები