ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველში “მეორე ფრონტის გახსნასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრობს და პრემიერს მიმართავს:
“თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი ხმები, მცდარი ხმები ვრცელდება. იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში”
კომენტარები