კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“ჩვენ მიმდინარე მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ბუნებრივია, შეშფოთებულები ვართ სიტუაციის გაუარესებით.
ჩვენ მხარეებს თავშეკავებისკენ და რაც მთავარია, სამმხრივი დოკუმენტების ყველა დებულების შესრულებისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 2 წლის შემდეგ, რომელიც „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელით არის ცნობილი, კონფლიქტის ზონაში კვლავ საბრძოლო მოქმედებები განახლდა.
კომენტარები