საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის კომენტარი:
„როგორც ფასილიტატორი, მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვაგრძელებთ მათ დახმარებას. რთული სათქმელია რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის პოვნა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის.
რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ”
კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კომენტარები