ანალიტიკოსი, გიორგი კობერიძე:
“19 მარტიდან მოყოლებული მთიან ყარაბაღში ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს. გუშინ აზერბაიჯანმა დრონებიც გამოიყენა სომეხი სამხედროების წინააღმდეგ. არის მსხვერპლი. წუხელ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სოფელი ფარუხის შემოგარენი დაიკავეს. გვერდით მდებარე სოფლიდან სომხურმა მხარემ მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. რუსი სამშვიდობოები მოლაპარკებას ორი დღეა ცდილობენ, მაგრამ აზერბაიჯანი კონტაქტზე არ გამოდის. ნაკლებსავარაუდოა, რომ სრულმასშტაბიანი კონფლიქტი კვლავ ვიხილოთ მთიან ყარაბაღში, მაგრამ აზერბაიჯანელები რომ უკეთესი პოზიციების დაკავებას ცდილობენ ეს ნათელია.
მას შემდეგ რაც რუსეთმა ყარაბაღიდან სამხედრო მისიის შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა გაიყვანა და ყველამ ვნახეთ რაც მოსდის მას უკრაინაში აზერბაიჯანი კვლავ ხისტ პოლიტიკას მიმართავს. დაძაბულობა და ცეცხლის გახსნა 8 მარტიდან შეინიშნება, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა შეტაკებების ინტენსივობამ ძალიან იმატა. არადა უკრაინასთან ომის წინ ისეთი რეალობა იქმნებოდა თითქოს აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სტრატეგიული დაახლოება დაიწყო. როგორც ჩანს დასუსტებული რუსეთის ფონზე აზერბაიჯანი კიდევ უფრო იმყარებს პოზიციებს. ბოლოს და ბოლოს უკრაინასთან ომის შემდეგ რუსეთს არანაკლებ დასჭირდება აზერბაიჯანთან თანამშრომლობა, ვიდრე აზერბაიჯანს რუსეთთან.”
კომენტარები