საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში ევროკავშირის ორდღიანი სამიტისას მედიასთან განაცხადა, რომ ევროკავშირმა წარსულში ჩინეთისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მიყიდვით შეცდომა დაუშვა.
სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობები იყო.
მაკრონის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის სტრატეგიულ დიალოგს ჩინეთთან. საფრანგეთის პრეზიდენტი ორ ძლიერ კომერციულ მოთამაშეს შორის უფრო თანაბარი პირობების შექმნის მოწოდებით გამოვიდა.
„ჩვენ სტრატეგიული შეცდომები დავუშვით წარსულში ჩინეთისთვის ინფრასტრუქტურის მიყიდვით“, – აღნიშნა მაკრონმა.
კომენტარები