ჟურნალისტი, რუსა მუმლაძე:
“ახლა თუ ვინმეს გონია, რომ მოშიმშილე სააკაშვილის წინააღმდეგ პატიმრების ყვირილი რაიმე დემოკრატიულ სტანდარტში ჯდება, ანდაც წარსულის გამოძახილია, უბრალოდ, რეგვენია!
ჯერ ერთი, მიშას მიერ უკანონოდ დაჭერილი ადამიანები, წესით, სასჯელს აღარ უნდა იხდიდნენ, თუ ციხეში შებრუნდნენ, უკანონოდ არ ყოფილან მაშინვე დაჭერილი!
მეორეც – ახლანდელი პროტესტი ზუსტად ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო, ხელისუფლების ინსპირირებულს უფრო გავს!
მთავარი – სააკაშვილი უკვე განიცდის იმას, რაც მის მმართველობის დროს ხდებოდა ციხეებში და ძალიან კარგად ხვდება, რა მძიმე იყო იმ უკანონოდ დაჭერილ ადამიანებისთვის მისი ციხეების ხეხვა, მაგრამ ის დღეს შიმშილობს, სრულად თუ არასრულად,, კანონის მიხედვით განმარტებული შიმშილობის დეფინიციის მიხედვით, ნამდვილად შიმშილობს და ამ პროტესტს შეუძლია, დაამძიმოს ნებისმიერ დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აი, მერე რა პასუხს სცემთ ქვეყნისა თუ საერთაშორისო საზოგადოებას, კითხვაზე – ვინ მიიყვანა მისი სიცოცხლე გარდაცვალების საფრთხემდე?
შეწყვიტეთ! რაც ხდება, ეს არის პატიმრის მიმართ არასათანადო და საერთასორისო სტანდარტების დარღვევის პირდაპირი მაჩვენებელი! ეს არ არის ევროპული ღირებულებების გზა, რაც არ უნდა დაეშავებინა წარსულში სააკაშვილს!”
კომენტარები