იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მოქალაქეებს მიმართავს:
„მინდა მივმართო მოქალქეებს, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და სხვა სტრუქტურებში ბავშვებთან და სხვა პირებთან ერთად სიარული. თავადაც ნუ მობრძანდებით, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.
იმ მოქალაქეებს, ვინც დღეს იუსტიციის სახლში მოვიდა დოკუმენტის ასაღებად, მინდა მოვუწოდო, რომ დაიცვან რიგში ერთმანეთისგან მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია და ნუ აყენებენ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, რომლებიც ამის თაობაზე შენიშვნას აძლევენ. იმედი მაქვს, ამ წესების დაუცველობა არ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ დავიწყოთ მსჯელობა, არის თუ არა ეს ინფრასტრუქტურები საერთოდ დასაკეტი, ჯერჯერობით ამის გადაწყვეტილება არ მიგვიღია“
კომენტარები