ტვ პირველის ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა, ჩიტაძის ქუჩაზე, რომლის ხალხისგან გაწმენდასაც, ისევ გაუგებარი მიზეზების გამო, პერიოდულად ცდილობს სპეცრაზმი, დაინახა თემუკა კალანდაძე, სისასტიკით გამორჩეულ პოლიციელს და ჰკითხა მას, კახეთიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს ხალხის დასარბევად? – რაზეც პოლიციელი პასუხობს, რომ მისი საქმე არაა.
კალანდაძეს პოლიციელები ეფარებიან და ცდილობენ მასსა და ჟურნალისტს შორის ჩადგნენ, ტვ პირველის ჟურნალისტი ეკითხება, ეს პოლიციელები მისი დაცვაა?
თემუკა კალანდაძე ამბობს, რომ არა ჟურნალისტების საქმე, ვინ სცემეს გუშინ, შემდეგ განაცხადა, რომ არ იცის ვინ სცემეს, არ უნახავს კადრები, როგორც ჩანს, თვლის, რომ მისი საქმე ეს არაა.
მარიამ გაფრინდაშვილი მას ეუბნება, რომ იცის, უყურებს კადრებს:
–საიდან იცი, მეგობრობ ჩემთან? შენც პოლიციაში ხომ არ მუშაობდი? ვერ იმახსოვრებ? არ მინახავს. რამე პრობლემა გაქვთ თქვენ, რომ ჩამოვედი? – პასუხობს კალანდაძე.
მოულოდნელად, პოლიციელებმა მარიამ გაფრინდაშვილს თავზე, მიკროფონზე ხელები დააფარეს, და სიცილით ამტკიცებდნენ, რომ აქციის მონაწილეები კვერცხებს ისვრიან და იმისგან იცავენ, ჟურნალისტმა ხელები მოაშორებინა და მოსთხოვა, შეწყვიტონ ეს ვითომ დაცვის იმიტაცია.
კომენტარები