„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი:
“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ასახავს დღეს, 19 მაისს, „აზიმუტის“ მოსკოვი-თბილისის რეისზე მგზავრებისთვის შესრულებულ ქართულ ცეკვას.
სინამდვილეში, ეს ვიდეო ძველია – თარიღდება 2021 წლის 27 მარტით და გადაღებულია არა რუსული კომპანიის, არამედ „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ბორტზე.
შეწყვიტეთ ტყუილის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა! ყველაფერში ნუ ეძებთ მიზეზს, რომ ავნოთ ქართულ სახელმწიფოს და აღაშფოთოთ ქართველი ხალხი.”
აღნიშნული ვიდეო, “ალიასაც” ჰქონდა გავრცელებული “ტვ პირველის” გვერდიდან, როგორც კი შევიტყვეთ, რომ ვიდეო არ ასახავდა სინამდვილეს – წავშალეთ.
კომენტარები