პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ბრიფინგზე კადრები წარადგინა არჩევნებიდან, მათ შორის, ბიულეტინების ჩაყრის, ხელჩართული ჩხუბის, ხმის ფარულობის დარღვევის ამსახველი, – თქვა:
აგერ არის ის პირდაპირი კადრები, ყველას გინახავთ, ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან – არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება, პირდაპირ იკითხება რა ხდებოდა, როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები.
თურმე, პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, ვიცოდი, პირიქით იყო, საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. არ გამიგია, პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანომ. ბორელს ვუსმენდი და მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, რადგან მისი ჩამონათვალიც ზუსტად იგივეა..
კიდევ უფრო უცნაურია, რომ პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძვეზე სთხოვს პრეზიდენტს მტკიცებულებებს. თურმე, ცესკოს დისკრიმინაცია მიმდინარეობს და რატომ –არ ვიცი, ეს არის ფაქტები რაც გავრცელდა. დარღვევები ყველამ შეამჩნია იმ დღეს, მოქალაქეები არიან ჩართულნი ამ მტკიცებულებების მოგროვებაში, უკვე უზარმაზარი მასალაა. ცესოს დისკრედიტაცია შეიძლება მოჰვეს იმ ფაქტების დადასტურებს, რომელიც ევალება ან პროკურატურას ან საერთაშორისო გამოძიებას.
როგორც ჩანს ამ მასალებს არც ეცნობა პროკურატურა – ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა ყველა ცნობილი და უცნობი გაყალბების ფორმა. ეს აღნიშნა ასევე ბორელმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა დარღვევებზეც, სადაც გამოყო ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და თქვა:
ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ამისთვის ცესკოს უნდა ყოფილიყო, ალბათ, დაბარებული.
პროკურატურას მივმართავ, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არავინ ელოდება პროკურატურისგან დღეს, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები. უცნაურად ემთხვევა ეს მედვედევის გაცემულ მითითებებს.
ცესკოში ამ მომენტში და ბევრად მეტიც იქნება, შეტანილია 1100 –ზე მეტი საჩივარი, 246 უბანზე შედეგების გაბათილების მოთხოვნაა, ანუ, 400 000 ამომრჩეველს ეხება,
ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხია დასმული, რის გამოც შეიძლება 2 203 უბნის ბათიულად ცნობაა მოთხოვნილი.
პროკურატურას ვურჩევდი სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. გამოჩნდეს, ბოლოს და ბოლოს თუ შეუძლია პროკურატურას, იყოს დამოუკიდებელი.
შეუდგეს თავის საქმეს პროკურატურა, პრეზიდენტი თავის საქმეს მიხედავს.
მცდელოვაა, რომ საზოგადოებაზე რომელიც ფრუსტრაციას განიცდის ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, რათა ფრუსტრაციას დაემატოს დაძაბულობა, შიშები. არ მეშინია, თქვენც ნუ გეშინიათ, ყველაფერი მშვიდობიანად იქნება.
კომენტარები