„უკრაინელები და რუსები არ არიან ერთი და იგივე ხალხი. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გზა გვაქვს, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთი მიზანი – ომის დასრულება, უკრაინის ტერიტორიების დაბრუნება. შეუძლებელია საუბარი ერთ ხალხზე და ამავდროულად ჩვენი ტერიტორიების წართმევა, დონბასში ხოცვა-ჟლეტის გაგრძელება,” – წერს ზელენსკი „ტვიტერში“, რითაც ის ეხმიანება ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმასთან დაკავშირებოთ, რომ „უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ თვლის და მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“.
ვლადიმერ ზელენსკი ასევე ხაზს უსვამს, რომ უკრაინას სურს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდეს.
„ნატო და ევროკავშირი ჩვენი ისტორიული არჩევანია. უკრაინა დამოუკიდებლად ირჩევს, როგორ უზრუნველყოს საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება და რუსეთის ფედერაციის შფოთვა ამასთან დაკავშირებით ერთგვარი ბავშვური შიშია”, – აღნიშნა ზელენკსიმ.
კომენტარები