შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბრუნდეს მინისტრის პოსტზე, მით უმეტეს, უფრო დაბალ თანამდებობაზე, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„მე ვიქნები აქტიური პოლიტიკაში არა მარტო ამ ხელისუფლების არჩევნების გზით ჩამოცილების მიმართულებით, არამედ მერეც. უფრო მეტი საქმე ოპოზიციას გასაკეთებელი ექნება მერე, როცა ეს ხელისუფლება წავა იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან უკან დაიხია, მსოფლიოს თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩა მოვლენებს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს გავუჩინოთ პერსპექტივა“
შეგახსენებთ, შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.
კომენტარები