ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, შეუძლიათ, თუ არა კორონავირუსით ინფიცირებულ დედებს ლაქტაციის გაგრძელება:
“კორონავირუსით ინფიცირებულ დედებს ლაქტაციის გაგრძელება შეუძლიათ. იგივე ეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ პერიოდსაც.
… დედის რძე ჩვილებისთვის კვების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, თუნდაც მათთვის, ვისი დედესაც COVID-19 დაუდასტურდა. თუ ინფიცირებული დედა სათანადო ზომებს მიიღებს, მას ლაქტაციის გაგრძელება შეუძლია”, – განაცხადეს სპეციალისტებმა
მათი თქმით, დედის რძე შეიცავს ანტისხეულებს და სხვა იმუნოლოგიურ ელემენტებს, რომლებსაც შეუძლიათ, ბავშვი რესპირატორული დაავადებებისგან დაიცვან.
“ბავშვის ზრდის, განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის ლაქტაციის მნიშვნელობას სულ უფრო მეტი ფაქტი ადასტურებს. ის ასევე ეხმარება უფრო დიდ ასაკში სიმსუქნისა და არაინფექციური დაავადებების პრევენციას”, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ექსპერტები კორონავირუსით ინფიცირებულ მეძუძურ დედებს ურჩევენ, პირბადე ატარონ, ბავშვის შეხებამდე კარგად დაიბანონ ხელები საპნითა და წყლით, რეგულარულად მოახდინონ დეზინფექცია იმ ზედაპირებზე, რომლებსაც ეხებიან.
კომენტარები