სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,სოფელ კინჩხში ვითარდება ეს მოვლენები. ეს არეალიც გორდის უზარმაზარი მეწყრული სხეულია. ამ მეწყერთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის წინ (2017) ჩავატარეთ კვლევა განათლების სამინისტროს თხოვნით. აქვე ლინკს დავდებ ანგარიშისას. შებრძანდით და ნახეთ რამხელა მეწყრულ სხეულზეა საუბარი.
https://ies.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/გორდი-კომპლექსური-გეოლოგიური-კვლევა.pdf
მოგვიანებით, თეა გოდოლაძე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:
,,კაი, არ გამაკაროთ რიკოთს, ვიცი რომ გულზე არ გეხატებით. სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან! ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები. შეუქცევადი პროცესებია მანდ. მე ამერიკელებს მივაკითხავდი. კარგად გავიკითხავდი როგორი გამოცდილება აქვთ. მძიმე გეოლოგიაა და ჭყინტი ინჟინერი და გეოლოგი არ გამოგადგებათ. თან უნდა მოუსმინოთ და გაიაზროთ რას გეტყვის სპეციალისტი და უნდა დაუჯერო, მისი პასუხისმგებლობაა. მივაკითხავდი ქართველ გეოლოგებს. (300 ლარიანებს არა, ნაღდ გეოლოგებს). სიყვარულს შეიძლება მალვა უნდა, მაგრამ პრობლემას არა! მარტივია. უფრო ნუ დაამძიმებთ სიტუაციას. ჩინურმა კომპანიამ რაც აფუჭა ეყოს!
დავამატებ, საქართველოს სამწუხაროდ, გეოტექნიკური ინჟინრები არ ჰყავს. ასეა ეს. ვინც იბრალებს, ბრიყვია. დარგი არ გვაქვს ასეთი.”
კომენტარები