ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა – ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი, ისე რომ ვერ მისცემს ხმას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგ განაცხადა.
„საპირისპირო აზრი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს, გარკვეულწილად ლევანმა, ვფიქრობ, წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა. სამწუხაროა, რომ ეს ხდება პოლიტიკოსებს შორის პარლამენტში, მაგრამ ახასიათებს წინასაარჩევნო პერიოდს,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კომენტარები