გენერალი ზაზა გოგავა, 2008 წლის ომის მონაწილე:
“როგორც ამოვიცანი, ეს განცხადება იუნკრების მემორიალთან იყო, როცა გაკეთდა, რას ნიშნავს, მე არ მესმის. 100 წლის წინ მომხდარი უნდა დავაფასოთ, ის გმირები, ვინც თავის გასწირა ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინაც ოკუპაცია მოხდა, შემდეგ 2008 წელს მოხდა ოკუპაცია… უკანა ფლანგზე იდგნენ სამხედროები და მათ ვეუბნებით, ეჭვის თვალით შევხედავთ მომავალში თქვენ მოქმედებებს…
შეურაცხმყოფელია, მიუღებელია ეს ყველაფერი. ჩემი მოქალაქეობრივი შეფასებაა – თუ რაიმე პოზიცია არა გაქვს ან გაქვს – მაშინ სხვა ადგილი უნდა აირჩიო. დიპლომატიური კუთხითაც რომ შევხედოთ, არასწორი ადგილიდან გააკეთა ეს განცხადება.
2021 წელს სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველო დაზარალებულია, რატომღაც ყველა გაჩუმდა, ახლა, როცა მთელი მსოფლიო ამბობს, რომ 2008 წელს რაც მოხდა საქართველოში, იგივე ხდება უკრაინაში, რატომ წამოიწია ამ თემამ ახლა წინ? – მთელი ათი წელი ამომრჩეველს კვებავდა, აი, მეორე მხარე საომარი რიტორიკითაა, მოვლენ, თუ არა იომებენ და ამ პროპაგანდამ გაამართლა. ახლა ეს ყველაფერი გამოეცალათ, ახლა თავის ამომრჩეველთან იმართლებენ თავს, ჩვენ რომ გეუბნებით ასეა. ამან რა ზარალი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, ამას მოგვიანებით ვნახავთ.”
კომენტარები