მიტინგს უერთდება ბიზნესმენი დავით ზეიკიძე და მედიასთან ამბობს:
“შევადარე წინა ხელისუფლების და მოქმედის მმართველობის 9 წელი. კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ბევრი იყო. ამ ხელისუფლების დროს ქვეყანა არ ვითარდება, წესრიგი არ არის და იგივე დანაშაულებები ხდება”- ამბობს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც 2012 წელს “ოცნების” გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.