ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია Facebook პოსტის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას ასე ეხმიანება:
“შევახსენოთ ივანიშვილის რეჟიმს, მის ინსტრუმენტებს, ამ შემთხვევაში სუს-ს, ან პროკურატურას, რომ ჩვენი კანონმდებლობით, სიტყვის თავისუფლების კანონის მიხედვით, თუ ადამიანის წინააღმდეგ დევნას იწყებენ რაიმე მოწოდების გამო, რომელიც მათი აზრით უკანონოა ან ობიექტურადაც უკანონოა, იქ არის მეორე ტესტი ჩადებული, რომ ეს მოწოდება უნდა შეიცავდეს პირდაპირ, აშკარა და არსებით საფრთხეს. ანუ მათ სერიოზულად უნდა დაუმტკიცონ, რომ მშვილდაძის ეს მოწოდება ქმნიდა პირდაპირ, აშკარა და არსებით საფრთხეს. მე შემიძლია მოვუყვანო მაგალითი სუს-ს, პროკურატურას, ამ რეჟიმს, მშვილდაძის განცხადებისგან განსხვავებით, რომელი მოწოდებები იყო, რომლებიც ქმნიდა აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ძალადობის, კანონის დარღვევისა. ეს არის პუტინისტური ჯგუფების მოწოდებები, რომლებიც ამ ძალადობას ჩადიოდნენ, ამ მოწოდებების შედეგად აგრძელებდნენ და აორგანიზებდნენ ძალადობას. მათ წინააღმდეგ ამ მიმართულებით არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა.”
კომენტარები