ლეიბორისტული პარტიის წევრი, ნინო მეტრეველი:
“ირაყლას ,,უბრალო და სადა” ცოლის ძვირადღირებული აღკაზმულობა-შეკაზმულობის მერე ქოცებმა გიული ალასანიას ,,შუბები” და ფარჩის კაბები ააფრიალეს.
ჰოდა, ორთავე ტუტუცი დიშოვკები არიან. ცოტათი მაინც რომ უჭრიდეთ ტვინი და ნამუსი გაჭირვებისგან და უიმედობისგან დაცლილ ქვეყანაში ხალხს ასე არ აუფრიალებდნენ მათგან მოპარული ფულით ნაყიდ ძონძებს, დამალავდნენ, მაგრამ ხალხის აზრიც უკვე ფეხებზე ჰჯიდიათ ისე არიან ასტრალში გაყოყოჩებულად გაშვებულები.
ჰოდა, თქვენმა გაძარცვულმა ქართველმა ხალხმა გაიარ-გამოიარა იმათ ფულის მეშოკებზე ვინც ამის საშუალება და უფლება მოგცათ.
ჰო, შევარდნაძე ნანულა რომ გვასწავლიდა 7ლარად როგორ გვეცხოვრა, ეგ მა მაგათი გაზულუქებულო კანტორაც არ დაგვავიწყდეს.
პ.ს. არავინ დამიწყოთ აქ დემაგოგობა _ ვინ უფრო მეტი მიიპარა. ამათ ძონძებს და ტაშ-ფანდურს გადაყვა ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წელი და ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს.”
კომენტარები