სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე, რომელიც 19 ნოემბერს, დილით, მელიქიშვილის გამზირზე, აქციის დროს ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს, ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
,,ასე იძალადა პოლიციამ ჩემზე, არცერთი გაფრთხილება, არანაირი კომუნიკაცია არ მქონია პოლიციასთან, როდესაც ჩოჩქოლი დაიწყო გავიქეცი იმ ადგილისკენ სადაც ხალხს იჭერდნენ და ამ დროს პირდაპირ ცემაზე გადმოვიდა პოლიცია, ეს არ იყო დაკავება ეს იყო ხალხზე ძალადობა პოლიციის მხრიდან!
ამ მოძალადე პოლიციელებთან არანაირ ღირებულებებზე საუბარი არ ღირს, ამათ არც ღირსება აქვთ, არც ადამიანობა და არც კანონს სცემენ პატივს, ესენი არიან ბიძინას დაგეშილი ძაღლები და მალე გავუშვებთ გაღმა ამათ პატრონს!
არცერთ მოქალაქეზე ხელის დარტყმას და გინებას არ შეგარჩენთ ყველას გიმახსოვრებთ, ერთერთი პოლიცილელი ვინც ნიღბითაა და მახრჩობდა არის ვანიკო პარკაული
შევარცხვინე თქვენი კაცობა და მუნდირი, არ იმსახურებთ თქვენ ატაროთ პოლიციელის ფორმა!
ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, არცერთი ნაბიჯი, უკან ამათი მუშტები ვერაფერს დაგვაკლებს!”
კომენტარები